წინამდებარე დოკუმენტი არის www.mbcreative.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები.
www.mbcreative.ge-ს ვებგვერდით სარგებლობის წესები და პირობები, მასში შეტანილ ცვლილებებთან და www.mbcreative.geსხვა რეგულაციებთან ერთად წარმოადგენენ ერთიან დოკუმენტს და განხილულ უნდა იქნეს როგორც მომხმარებელთან გაფორმებული ერთიანი ხელშეკრულება.
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს მომხმარებელი ეთანხმება და აღიარებს წინამდებარე წესებსა და პირობებს, კონფიდენციალურობის პოლიტიკას, დაბრუნებისა და გაცვლის წესებს, ასევე აცხადებს თანხმობას, გავრცელდეს მასზე მათი სამართლებრივი ძალა.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება www.mbcreative.ge-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი, თუმცა, ამასთან www.mbcreative.geმომხმარებელს მიმართავს თხოვნით, შენიშვნები მიაწოდოს ელექტრონულ ფოსტაზე.
დამატებითი კითხვების, პრეტენზიის, თხოვნის შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია Veli.store-ს დაუკავშირდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. www.mbcreative.ge-ს გუნდი მზად არის მომხმარებელს კითხვებზე გასცეს დეტალური პასუხი.
ტერმინთა განმარტება
წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
• www.mbcreative.ge (შემდგომში „ჩვენ“, „ჩვენი“, „ვებ-გვერდი“)
• მომხმარებელი - იურიდიული პირი ან 18 წელს მიღწეული (ქმედუნარიანი) ფიზიკური პირი, რომელსაც სურს შეიძინოს www.mbcreative.ge-ზე განთავსებული პროდუქცია.
• მომხმარებლის თანხმობა - წინამდებარე დოკუმენტის მომხმარებლის მიერ გაცნობისა და მისი პერსონალური ხასიათის მონაცემების დამუშავების შესახებ გამოხატული ნება.
• მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, საჯარო დაწესებულება.
• პირდაპირი მარკეტინგი - ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ნებისმიერი სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების შეთავაზება.
• რეგისტრაცია - პირადი ანგარიშის შექმნა.
• ანგარიში - მომხმარებლის მიერ www.mbcreative.ge-ზე რეგისტრირებული პირადი გვერდი.
ვებგვერდზე ანგარიშის გახსნით მომხმარებელს ეძლევა საშუალება, შეიძინოს www.mbcreative.ge-ზე განთავსებული პროდუქცია.
რეგისტრაცია
www.mbcreative.ge-ზე პროდუქციის შესაძენად საჭიროა ვებგვერდზე რეგისტრაცია, რისთვისაც აუცილებელია სარეგისტრაციო ფორმის შევსება შემდეგი მონაცემების მითითებით:
• სახელი
• მისამართი
• ელექტრონული ფოსტა
• სისტემაში შესასვლელი პაროლი
მომხმარებელს რეგისტრაციის გავლა ვებგვერდზე შეუძლია პროდუქტის შეძენის პროცესში და ასევე შეძენამდეც.
შეძენამდე რეგისტრაცია/ავტორიზაცია ხდება მას მერე რაც მომხმარებელი ვებგვერდის მთავარი მენიუდან აირჩევს „სისტემაში შესვლას“.
სისტემაში შესვლა/ავტორიზაცია შესაძლებელია შემდეგი გზებით:
• სოციალური ქსელით
• Google-ით
• ელექტრონული ფოსტით
მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
• მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
• იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
• არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას www.mbcreative.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
• არ გამოიყენებს სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის;
• არ გამოიყენებს ვებგვერდს ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
• არ გამოიყენებს ვებგვერდს სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით;
• არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
• არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება ვებგვერდიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
• დაიცავს საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, არ განახორციელებს www.mbcreative.ge-ზე არსებული ინფორმაციის: ლოგო, პიქტოგრამა, სურათი, გრაფიკა, გამოსახულება, პატენტი, სასაქონლო ნიშნები, დიზაინის და სხვა ნებისმიერი სახის ინტელექტუალური საკუთრების უნებართვო გამოყენებას, დამუშავებასა და გამოქვეყნებას, www.mbcreative.ge-ს წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
• არ გამოიყენებს სხვა მომხმარებლის ანგარიშს;
• არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
• არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის www.mbcreative.geგამართულ ფუნქციონირებას;
• არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და www.mbcreative.ge-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.
მომხმარებლის მიერ შეკვეთის გაფორმება და პროდუქციის შეძენა
მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდგომ, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი, მობილურის ნომერი და მისამართი სადაც სურს რომ შენაძენი მიიღოს.
www.mbcreative.ge-ს პროდუქციის საფასურის გადახდის მიზნით გადამისამართდება ანგარიშსწორების გვერდზე. ანგარიშსწორების განხორციელებამდე მომხმარებელი ვალდებულია გადაამოწმოს მის მიერ მითითებული მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, შეძენილი პროდუქციის მისთვის შეუფერხებლად მიწოდების განხორციელების მიზნით. არასწორი/არასრული მისამართისა ან/და საკონტაქტო ინფორმაციის მითითების შემთხვევაში პროდუქციის მიწოდების შეფერხების თაობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე.
www.mbcreative.geიტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.
საავტორო უფლებები
ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ტექსტი, გრაფიკული და ანიმაციური გამოსახულებები ექსკლუზიურად ეკუთვნის www.mbcreative.ge-ს.
www.mbcreative.ge-ს სასაქონლო ნიშნის ნებისმიერი სახით გამოყენება, www.mbcreative.ge-ს წერილობითი ფორმით გამოხატული წინასწარი თანხმობის გარეშე, მკაცრად აკრძალულია. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს www.mbcreative.ge-ს სასაქონლო ნიშანი, ვებგვერდზე განთავსებული გრაფიკული გამოსახულებები ნებისმიერ პროდუქტთან ან მომსახურებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აღრევა. მომხმარებელს არ აქვს უფლება, გამოიყენოს ისინი იმგვარად, რომ დაამციროს ან შეურაცხყოფა მიაყენოს www.mbcreative.ge-ს რეპუტაციას. ამგვარი დარღვევის შემთხვევაში, www.mbcreative.geუფლებას იტოვებს, მიმართოს სამართლებრივი უფლებების დაცვის საშუალებებს. მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება www.mbcreative.ge-სათვის მიყენებულ მატერიალურ და არამატერიალურ ზიანზე, ზიანი შესაძლოა მოიცავდეს www.mbcreative.ge-ს მიერ ამ ზიანის აღმოფხვრისთვის გაწეულ ხარჯებს, მათ შორის, საადვოკატო მომსახურებისა და სასამართლოს ხარჯებს.
ვებგვერდზე პროდუქციის ყიდვით მომხმარებელზე არ გადადის არანაირი საავტორო უფლება.
www.mbcreative.geპატივს სცემს სხვა პირების საავტორო უფლებებს და მოუწოდებს მომხმარებელს დაიცვას www.mbcreative.ge- ს საავტორო უფლებები.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი საავტორო უფლებების მესაკუთრეა და თვლის, რომ მისი საავტორო უფლების დაცვის ობიექტი რაიმე ფორმით, კანონმდებლობის დარღვევით განთავსდა www.mbcreative.ge-ზე, მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს www.mbcreative.ge-ს ელექტრონულ ფოსტაზე და მიუთითოს დანიშნულებაში საავტორო უფლების დარღვევა.
მოქმედების ვადა და შეწყვეტა
წინამდებარე წესები და პირობები ძალაში შედის მომხმარებლის მიერ თანხმობის გამოცხადების შემდეგ და მოქმედებს მომხმარებლის ანგარიშის გაუქმებამდე.
წინამდებარე დოკუმენტის მოქმედება შესაძლებელია შეწყდეს საქართველოს კანონმდებლობით ან/და წინამდებარე წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე მომხმარებლის ინიციატივით ნებისმიერ დროს, შეწყვეტის მომენტისათვის www.mbcreative.ge-ს წინაშე არსებული ნებისმიერი სახის დავალიანების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვის შემდეგ.
მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
მხარეები თანხმდებიან რომ დავის შემთხვევაში, შეეცდებიან მოლაპარაკებით გადაწყდეს წარმოშობილი უთანხმოება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
წინამდებარე წესებისა და პირობების რომელიმე ნაწილის ბათილად ცნობა არ გამოიწვევს სხვა ნაწილის ბათილად ცნობას.
ცვლილებები და დამატებები
www.mbcreative.geიტოვებს უფლებას, წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები ან/და დამატებები მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ცვლილებების/დამატებების განხორციელების შემდეგ, www.mbcreative.geმომხმარებლის მიერ ვებგვერდით სარგებლობის გაგრძელებას მიიჩნევს მომხმარებლის თანხმობად.